დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016340 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №128
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის №74 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 17/05/2012, 010130000.22.027.016288 ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.“.
მუხლი 2 . ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ) მფლობელისათვის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული პირადი ნომერი;“.
მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები