დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.22.027.016337 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №125
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი , 010120000.22.027.016076, 13.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის:
ა) ბლანკის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1);
ბ) ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმა და აღწერილობა“;
ბ) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმა და აღწერილობა“;
გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზა (შემდგომში – ვიზა) წარმოადგენს 85 მმX105 მმ ზომის მართკუთხა ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა – ანგარიშების წესი“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის (შემდგომში – ვიზა) ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები