„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016335
  • Word
123
23/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
010130000.22.027.016335
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №123

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. .

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა და სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას. .

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას). აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ პირის რეგისტრაციის შემთხვევებზე, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაციაზე, რომელმაც ნებართვა მოიპოვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” და „ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე ;“;

ბ) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ბინადრობის ნებართვა, თუ პირი საქართველოში მცხოვრები უცხოელია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი მუდმივ ბინადრობის მოწმობას ფლობს სპეციალური პირობების საფუძველზე ). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას, ასევე როცა პირმა, რომელმაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიიღო სპეციალური პირობების საფუძველზე, მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;“.

4. 24 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:

  ა) პირადობის მოწმობა;

 ბ) ბინადრობის მოწმობა.

2. პირადობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, ხოლო ბინადრობის მოწმობა – საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ზე.“.

5. 25 -ე მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე კანონმდებლობის შესაბამისად გაიცემა მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობა, ხოლო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პ ირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობა.“.

6. 26 -ე მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის ვადაში აიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა. .

7. 27 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები.“.

8. 28 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები უცხოელი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად მიმართავს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციასთან ერთად – სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პირის რეგისტრაცია.“.

9. 29 -ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ბინადრობის ნებართვა, თუ პირი საქართველოში მცხოვრები უცხოელია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი მუდმივ ბინადრობის მოწმობას ფლობს სპეციალური პირობების საფუძველზე ). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ ბინადრობის მოწმობის განმეორებით აღებისას, თუ პირმა სპეციალური პირობების საფუძველზე წინა ბინადრობის მოწმობის გაცემისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;“;

ბ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი წარადგენს 2 ფერად ბიომეტრიულ ფოტოსურათს ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით და სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

10. 31 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე მოწმობის გამცემ ორგანოდ ჩაიწერება „იუსტიციის სამინისტრო“. პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღნიშნული რეკვიზიტის შევსებისას მიეთითება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. რეკვიზიტის შევსება დასაშვებია შემოკლებული სახით;

თ) რელიეფური ბეჭედი – რელიეფური ბეჭედი წარმოადგენს ფოტოსურათის წინა ხედის ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილისა და მოწმობის ბლანკზე ფოტოსურათისათვის განკუთვნილი ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილზე ჭყლეტის შედეგად წარმოქმნილ ოვალური ფორმის (სიგრძე – 25 მმ, სიგანე – 18 მმ) ბეჭდის რელიეფურ კვალს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარის მეშვეობით. .

1 1. 37 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) თუ პირს შუწყდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი;“.

1 2. მე -40 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას შეუძლებელია ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის წარმოდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, აღნიშნული გარემოებების დადასტურება ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.“.

1 3. 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამგზავრო პასპორტი გაიცემა 2 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.“.

1 4. 46 -ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი; ;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოქმედება ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი/სამგზავრო პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“.

15. 52 -ე მუხლის:

ა) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება რეგისტრაციის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მოქმედი მონაცემების საფუძველზე.“;

ბ) მე -8 და მე -9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ, დამზადებული მოწმობის ფოტოსურათის მარჯვენა ზედა კუთხეში და მოწმობის უკანა გვერდზე, სპეციალურ ადგილზე დაისმება გერბიანი ბეჭედი. გერბიანი ბეჭედი წარმოადგენს 20 მმ-იანი დიამეტრის მრგვალ ტვიფრს, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი. გერბის ირგვლივ წრიულად იკითხება წარწერა: ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ და ხუთნიშნა რიცხვით გამოსახული შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის კოდი.

9. პასუხიმგებლობა პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში, პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში, ასევე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე ეკისრებათ შესაბამის თანამდებობის პირებს. კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების უშეცდომოდ შეტანასა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ბეჭდვაზე პასუხისმგებელია შესაბამის კომპიუტერულ პროგრამასთან მომუშავე პირი. .

1 6. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური ვალდებულია წარმოდგენილი ანგარიშების მეშვეობით სისტემატურად აკონტროლოს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის კანონიერება და განსაზღვროს მათი ხარჯვის დინამიკა.“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი