დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.016334 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №122
2012 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„ ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.027.016154 , 01 .07 .2011 ) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონის (შემდგომში – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი) პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ამნისტიის მოთხოვნის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადება (დანართი №1) წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), მის ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას (შემდგომში – უფლებამოსილი დაწესებულება).“ .
2. მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ამნისტიას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა
1. უფლებამოსილი დაწესებულება ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში წარადგინოს იმ პირთა სახელობითი სია, რომლებმაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიმართეს უფლებამოსილ დაწესებულებას ამნისტიის მოთხოვნის შესახებ განცხადებით. სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში წარდგენილ სიას თან უნდა დაერთოს შესაბამისი განცხადებების ასლები.
2. სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახური ყოველ ექვს თვეში ერთხელ უზრუნველყოფს მიღებული განცხადებების გადაგზავნას საქართველოს მთავარ პროკურატურაში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები