„აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.016332
120
23/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
010240020.22.027.016332
„აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №120

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 „აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებით (სსმ III, 14.07.2009 №86 მუხ. 930) დამტკიცებულ „აპოსტილისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს.“.

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერს ასრულებს სააგენტოს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახური ვალდებულია გასცეს ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა დოკუმენტზე ლეგალიზაციისა და აპოსტილის შტამპში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალებში არსებულ მონაცემებს.“.

4. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპოსტილისა და ლეგალიზაციის ბეჭედი, შტამპები და სარეგისტრაციო ჟურნალები ინახება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას.

5. აპოსტილისა და ლეგალიზაციის შტამპების, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფროსს.“

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი