პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016045
27/2012
20/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
010240020.15.008.016045
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 27/2012

2012 წლის 20 ივლისი

. თბილისი

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ

 „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად პოლიტიკური პარტიებისთვის დამატებითი დაფინანსება დანართი 1-ის  შესაბამისად.

მუხლი 2. დამტკიცდეს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი თანხების გადარიცხვის წესი დანართი 2-ის შესაბამისად.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                        ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                       გ. მჭედლიძე

 

 

დანართი 1

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი თანხების განაწილება

პოლიტიკური გაერთიანება

ხმათა რაოდენობა

გაანგარიშება

თანხა

 

ალიანსი საქართველოსთვის”

    156,540

 

 

1

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

 

156,540 * 3 / 4 

      117,405

2

პ/გ ახალი მემარჯვენეები

 

156,540 * 3 / 4 

      117,405

3

ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები

 

156,540 * 3 / 4 

      117,405

4

საქართველოს გზა

 

156,540 * 3 / 4 

      117,405

5

 მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”

     71,304

71,304 * 3 / 1 

      213,912

6

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

   1,119,641

კანონის შეზღუდვა

600 000- ის ლიმიტი

     600,000

 

ეროვნული საბჭო”

     115,253

 

 

7

საქართველოს კონსერვატიული პარტია

 

115,253 * 3 / 3

      115,253

8

ხალხის პარტია

 

115,253 * 3 / 3

      115,253

9

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”

 

115,253 * 3 / 3

      115,253

 

გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”

    203,371

 

 

10

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

 

კანონის შეზღუდვა

600 000- ის ლიმიტი

     200,000

11

ევროპელი დემოკრატები (ჩვენ თვითონ)

 

     200,000

12

ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია

 

     200,000

 

სულ

 

 

  2,229,291

 

 

დანართი 2

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი თანხების გადარიცხვის

1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად , პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში უნდა წარმოადგინონ წერილობითი მომართვა ანგარიშსწორების განხორციელების თაობაზე თანდართული საეთერო დროის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ასლებით (ინვოისი, მიღება-ჩაბარება და სხვა).

2. ანგარიშსწორებას სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან, გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, დანართი 1 -ით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში.

3. ანგარიშსწორება სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან იწყება 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დანართი 1-ით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის შემდეგ.