„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016190
  • Word
1-1/1522
20/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
040030000.22.024.016190
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1522

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ინერტული აირების სისტემის გამოყენების, ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვის, გემის მართვისა და მანევრირების, სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვის , საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის, ხმელეთზე განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორით სარგებლობის:

მე-7 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 17 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 20 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 30 აშშ დოლარი“.

2. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: გემბანის რიგითის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), ბოცმანის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), სამანქანო განყოფილების რიგითის (ნებისმიერი სიმძლავრის გემზე), დონკერმანის, ხარატის, გემის მზარეულის, დამხმარე პერსონალის:

მე-7 სამუშაო დღეს – 80 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 140 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 160 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 180 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 190 აშშ დოლარი“.

3. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის:

მე-7 სამუშაო დღეს – 120 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 140 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 160 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 180 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 210 აშშ დოლარი“.

4. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ ქვეპუნქტი:

„ი3) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 1 10 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 1 30 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 170 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 200 აშშ დოლარი“.

5. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ინერტული აირების სისტემის გამოყენების, ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვის, გემის მართვისა და მანევრირების, სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვის , საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის, ხმელეთზე განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორით სარგებლობის:

მე-7 სამუშაო დღეს – 20 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 30 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 40 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 50 აშშ დოლარი“.

6. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: გემბანის რიგითის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), ბოცმანის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), სამანქანო განყოფილების რიგითის (ნებისმიერი სიმძლავრის გემზე), დონკერმანის, ხარატის, გემის მზარეულის, დამხმარე პერსონალის:

მე-7 სამუშაო დღეს – 120 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 1 50 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 1 80 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 210 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 240 აშშ დოლარი“.

7. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:

„კ2) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის:

მე-7 სამუშაო დღეს – 140 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 160 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 180 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 210 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 250 აშშ დოლარი“.

8. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ3“ ქვეპუნქტი:

„კ3) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 1 30 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 180 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 200 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 230 აშშ დოლარი“.

9. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ2) ბინადრობის მოწმობის ან სასწავლო ვიზის მქონე საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სხვა ქვეყნის მოქალაქე სტუდენტზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, მეზღვაურის წიგნაკის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 120 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 258 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 294 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 342 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 358 აშშ დოლარი“.

10. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტ) 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის პირველადი გაცემის/გემის დროებითი რეგისტრაციის მომსახურება:

მე-10 სამუშაო დღეს – 250 აშშ დოლარი;

მე-7 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 350 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე 500 აშშ დოლარი“.

11. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

1) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დროებით რეგისტრირებული გემის მუდმივი რეგისტრაცია:

მე-10 სამუშაო დღეს – 250 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 350 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 450 აშშ დოლარი“.

12. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის ყოველწლიური განახლების მომსახურება:

მე-10 სამუშაო დღეს – 100 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 450 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 550 აშშ დოლარი“.

13. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) 100 რეგისტრული ტონის ქვემოთ მცურავი საშუალებების რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის მომსახურება:

მე-10 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 31 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 39 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 50 აშშ დოლარი“.

14. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემისთვის, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას:

მე-10 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 500 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 600 აშშ დოლარი“.

15. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ1) გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 100 რეგისტრულ ტონამდე გემისთვის, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას:

მე-10 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 31 აშშ დოლარი

24 საათის გასვლისთანავე – 39 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 50 აშშ დოლარი“.

16. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემისთვის, რომელიც არ ახორციელებს ნაოსნობას:

მე-10 სამუშაო დღეს – 150 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს 250 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 300 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 370 აშშ დოლარი“.

17. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ1) გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 100 რეგისტრულ ტონამდე გემისთვის, რომელიც არ ახორციელებს ნაოსნობას:

მე-10 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 20 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დრეს – 40 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 60 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 70 აშშ დოლარი“.

18. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში/გემის სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანა:

მე-10 სამუშაო დღეს – 70 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 90 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 120 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 150 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 200 აშშ დოლარი“.

19. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) გემის მესაკუთრის/სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა საბუთის გაცემა 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემისათვის:

მე-10 სამუშაო დღეს – 21 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 31 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 39 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 49 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 60 აშშ დოლარი“.

20. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ ) გემის მესაკუთრის / სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა საბუთის გაცემა 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებზე :

მე-10 სამუშაო დღეს – 250 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 400 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 470 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 500 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 550 აშშ დოლარი“.

21. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან გემის მოხსნის ამონაწერის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 200 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 300 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 340 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 380 აშშ დოლარი.

იმავე დღეს – 400 აშშ დოლარი“.

22. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) გემის სერტიფიკატში/მოწმობაში გამონაკლისის (exemption) ჩანაწერის გაკეთება:

მე-10 სამუშაო დღეს – 250 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 500 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 750 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 850 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 1000 აშშ დოლარი“.

23. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) იპოთეკაზე ცნობის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 70 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 80 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 90 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 100 აშშ დოლარი“.

24. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) იპოთეკის რეგისტრაციიდან მოხსნა გემისათვის, რომლის საერთო ტევადობა არის 100 ან აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:

მე-10 სამუშაო დღეს – 100 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 170 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 190 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 220 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 250 აშშ დოლარი“.

25. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) იპოთეკის რეგისტრაციიდან მოხსნა გემისათვის, რომლის საერთო ტევადობა არ აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:

მე-10 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 60 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 80 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 100 აშშ დოლარი“.

26. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ7) სახომალდო რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა გემებისათვის, რომელთა საერთო ტევადობა არ აღემატება 100 რეგისტრულ ტონას:

მე-10 სამუშაო დღეს – 30 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 40 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 50 აშშ დოლარი;

24 საათში – 60 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 70 აშშ დოლარი“.

27. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ9) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის კონვენციურ და არაკონვენციურ სერტიფიკატებთან/მოწმობებთან შესაბამისობის შეფასება ყოველწლიურად:

100-10000 რეგისტრული ტონის მქონე გემისათვის – 200 აშშ დოლარი;

10000-50000 რეგისტრული ტონის მქონე გემისათვის – 350 აშშ დოლარი;

50000 და მეტი რეგისტრული ტონის გემისათვის – 500 აშშ დოლარი“.

28. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ15“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ15) GEOREP – სისტემაში მონაწილეობის საფასური, გარდა თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების, ასევე 100 ტონაზე ნაკლები გემებისა – 200 აშშ დოლარი.“

29. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ19“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ19) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე უწყვეტი მონიტორინგი ყოველი გემისთვის, რომელსაც სალოცმანო სამსახურმა გაუწია მომსახურება:

100-1000 GRT გემისთვის – 35 აშშ დოლარი;

1001-5000 GRT გემისთვის – 55 აშშ დოლარი;

5001-15000 GRT გემისთვის – 150 აშშ დოლარი;

15001 < GRT გემისთვის – 450 აშშ დოლარი“.

30. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ20) განმეორებითი დოკუმენტების/დუბლიკატის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 25 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 35 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 45 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 55 აშშ დოლარი“.

3 1. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ21“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ21) დოკუმენტების დამოწმებული ასლის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 10 აშშ დოლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 15 აშშ დოლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 20 აშშ დოლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 25 აშშ დოლარი;

იმავე დღეს – 30 აშშ დოლარი“.

3 2. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ27“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ28“ ქვეპუნქტი:

„ჰ28) საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის გარემოს დაბინძურების საფასური:

 

ჯგუფების

GRT ჯგუფები

 

ჯგუფის მინიმალური და მაქსიმალური ტარიფი

(აშშ დოლარი)

საფასურის გამოსათვლელი ფორმულა

Fmin

Fmax

I

1,001 roundup – 5,000

110

500

F=110+(roundupVesselGRT -1100) * 0.1

II

5,001 roundup – 15,000

510

700

F=510+( roundupVesselGRT -5100) * 0.019192

III

15,001 roundup – 30,000

710

900

F=710+( roundupVesselGRT -15100) * 0.012752

IV

30,001 roundup – 45,000

910

1,150

F=910+( roundupVesselGRT - 30100) * 0.016107

V

45,001 roundup – 60,000

1,160

1,300

F=1160+( roundupVesselGRT - 45100) * 0.009396

VI

60,001≥

ფიქსირებული საფასური 1400 აშშ დოლარი

 

3 3. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ28“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ29“ ქვეპუნქტი:

„ჰ29) საქართველოს ნავსადგურების გარე რეიდზე ღუზაზე დგომის საფასური:

1000 GRT-5000 GRT – 100 აშშ დოლარი;

5001 GRT-15000 GRT – 200 აშშ დოლარი;

15001 GRT და > – 250 აშშ დოლარი“.

3 4. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ29“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ30“ ქვეპუნქტი:

 „ჰ30) სახომალდო რადიოგადამცემ და რადიოსალოკაციო სადგურებზე მინიჭებულ სიხშირეებზე ყოველ გადამცემზე გადასახდელი საფასური:

სიმძლავრით 3 ვტ-ის ჩათვლით – 7 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 3 ვტ-ის ზემოთ 30 ვტ-ის ჩათვლით – 10 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 30 ვტ-ის ზემოთ 300 ვტ-ის ჩათვლით – 15 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 300 ვტ-ის ზემოთ 3 კვტ-ის ჩათვლით – 20 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 3 კვტ-ის ზემოთ 30 კვტ-ის ჩათვლით – 35 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 30 კვტ-ის ჩათვლით – 40 აშშ დოლარი“.

35. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ30“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ31“ ქვეპუნქტი:

„ჰ31) სახომალდო სადგურებზე, რომლებზეც მინიჭებულია საზღვაო მოძრავი თანამგზავრული სამსახურის რადიოსიხშირეები (ყოველ ერთეულზე) – 35 აშშ დოლარი“.

36. მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ31“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ32“ ქვეპუნქტი:

 „ჰ32) სანაპირო გადაცემებზე და მოძრავ საზღვაო რადიოსალოკაციო სადგურებზე, აგრეთვე მობილურ და სატარებელ რადიოსადგურებზე, რომლებზეც მინიჭებულია საზღვაო მოძრავი სამსახურის რადიოსიხშირეები, ყოველ მინიჭებულ სიხშირეზე გადასახდელი საფასური:

სიმძლავრით 5 ვტ-ის ჩათვლით – 20 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 5 ვტ-ის ზემოთ 50 ვტ-ის ჩათვლით – 25 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 15 ვტ-ის ზემოთ 50 ვტ-ის ჩათვლით – 35 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 50 ვტ-ის ზემოთ 100 ვტ-ის ჩათვლით – 40 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 100 ვტ-ის ზემოთ 1 კვტ-ის ჩათვლით – 45 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 1 კვტ-ის ზემოთ 3 კვტ-ის ჩათვლით – 50 აშშ დოლარი;

სიმძლავრით 3 კვტ-ის ზემოთ – 60 აშშ დოლარი“.

37. მესამე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ29“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემებზე, გემებზე, რომელთა რეგისტრული ტონაც არის 1000 GRT-ზე ნაკლები, დაპატიმრებულ და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გემებზე, ასევე ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე ღუზაზე მდგომ ნებისმიერი ტიპის გემზე. აღნიშნული საფასური შეეხება 1000 GRT-ზე მეტ ყველა იმ გემს, რომელმაც დაასრულა ნავსადგურში შესაბამისი ოპერაციები და ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებს ნავსადგურის გარე რეიდზე ღუზაზე 24 საათზე მეტი ხნით დგომას“.

38. მესამე მუხლის 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „22“ პუნქტი:

„22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ28“ მუხლის მიზნებისათვის თითოეულ ჯგუფში არსებული საერთო რეგისტრული ტონის (GRT) საფასური (გარდა მე-6 ჯგუფისა) გამოითვლება ფორმულით, სადაც: F – ნიშნავს საფასურს, roundupVesselGRT – არის გემის GRT მნიშვნელობა – მეტობით დამრგვალებულ ასობით სიზუსტემდე“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                   ი. მატკავა