„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 617
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016576
  • Word
617
20/07/2012
ვებგვერდი, 20/07/2012
140010000.08.002.016576
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №617

2012 წლის 20 ივისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152 , მუხ. 1389 ) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულების:

ა) მე-17 პუნქტის:

ა.ა) „ლ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტი;“;

ა.ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საერთაშორისო ურთიერთობების პარტამენტი;“;

ა.გ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი.“;

ბ) 21-ე პუნქტის:

ბ.ა) „კ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) ოპერატიული მართვის, კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტის ამოცანებია: საინისტროს ტერტორიული ორგანოებისა და სხვა ოპერატიული დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლი, თი საქმიანობის კოორდინაცია და ანალიზი; სამინიტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება;“;

ბ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფას; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზებას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, კიბერდანაშაულის გამოძიებას;“;

ბ.გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრნველყოფს დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საეთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთნხმებების მომზადებას, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობას საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას;“;

ბ.დ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს სამინისტროს მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. შეიმუშავებს თანმიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად; ასევე შეიმუშავებს რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს; ხელს უწყობს სამინისტროში არსებული სტრატეგიული განვითარების პროგრამების განხორციელებას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი