„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016404
  • Word
265
20/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
200090000.22.033.016404
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №265

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი , 060111, 3.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნს ცვლილებ და 58-ე მუხლის მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

 „151. თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ამასთან , პირს არ აქვს საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი და ნავთობპროდუქტი შეძენილი აქვს გამყიდველის საცავში შენახვისა და ტალონების საშუალებით შემდგომი რეალიზაციის პირობით, პირი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც მას ანიჭებს შვიდნიშნა კოდს. აღნიშნული კოდი არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი სახით მიწოდებისას პირის მიერ ნსაფ-ი შეივსება ამ მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტის შეძენისას გამყიდველი ნსაფ-ის მე-17 სტრიქონზე უთითებს პირისათვის ზემოაღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებულ შვიდნიშნა კოდს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე