„კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016108
25
20/07/2012
ვებგვერდი, 25/07/2012
190020020.35.149.016108
„კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №25

2012 წლის 20 ივლისი

ქ. კასპი

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის N40 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111028014, 03/11/2011; 190020020.35.149.016069) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება

1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის 18-დან 60 წლამდე ასაკის ონკოლოგიური ავადმყოფი.

2. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ონკოლოგიური ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური  თერაპიის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;

ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება  2001 ლარამდე 50% -ით,  2001 ლარიდან 50%, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა.

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება საკეისრო ოპერაციების და ფიზიოლოგიური მშობიარობების დროს

1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნიათ 70 001-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა - საკეისრო ოპერაციებისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა.

 ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70001-მდე სარეიტინგო  ქულა, საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 200 ლარით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური და საკეისრო მშობიარობის დაფინანსებას მიიღებენ სრულად, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარის ოდენობისა;

2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად,

3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა განმცხადებლის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარის ოდენობისა, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. მედიკამენტები აღნიშნული უნდა იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა №100 განახლებული)“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

გ ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფსორიაზით დაავადებული პირების მედიკამენტებით დახმარება მოხდება ერთჯერადად, 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი“.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი“.

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა“.

ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ იმ სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა, სარეიტინგო ქულით 70 001-დან 150 000-მდე, რომელთა ვიზუალურმა კვლევამაც დადებითი შედეგი აჩვენა, სამედიცინო გამოკვლევა ენდოკრინოლოგიური (ჩიყვის) დაავადების გამოსავლენად, მთლიანი ღირებულების გადახდა მოხდება ერთჯერადად კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილ სამედიცინო დაწესებულებაში“.

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) ენდოკრინოლოგიური (ჩიყვის) დაავადების გამოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თირკმლის უკმარისობით (დიალეზი) დაავადებებით იმ პირების, რომელთაც გააჩნიათ 70 001-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა, დახმარება მოხდება ერთჯერადად 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“.

ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი“.

ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ქსერო ასლი“;

პ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 მუხლები:

,,მუხლი 181. კომპიუტერული   ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის დაფინანსება

1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის  301  ლარამდე სრულად, ხოლო 301 ლარიდან ზემოთ მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსებით 70%, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე“.

,,მუხლი 182. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გადაუდებელი სტაციონაი მკურნალობისას

1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) 2001-ლარამდე მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსება მოხდება 50%-ით;

ბ) 2001-ლარიდან  მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსება მოხდება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა;

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა;

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი