„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 269
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016942
  • Word
269
18/07/2012
ვებგვერდი, 20/07/2012
010240030.10.003.016942
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №269

2012 წლის 18 ივ ისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგე­ნილებაში (სსმ, 2004 წ. , მუხ. 849 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დად­გენილებით დამტკიცებული დებულების :

1 . მე -2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვე­პუნქტი :

„წ ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომ­ხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი :

„წ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო ( შემ გომში – მოკვლევის ბიურო):

წ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მო­კ­ვლევა და შესაბამისი დასვნ(ებ)ის მომ­ზა­დება; სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო შემთხვევებისა და სე­რიოზული ინციდენტების თავიდან აცილების (პრევენციის) მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შესაბამისი ავიასაწარმოებისათვის; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24‑საათიანი მზადყოფნის და შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე დაუყოვნებლივ მივ­ლინების უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე სამოქა­ლა­ქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შე­მ­თხ­ვევებისა და სერი­ო­ზუ­ლი ინციდენტების, ასევე საქართველოს სა­მო­ქალაქო საჰაერო ხო­მალ­დების სახელმწიფო რეესტრში რეგისტ­რირე­ბულ საჰაერო ხომალ­დებ­­ზე სხვა სახელმწიფოში მომხდარი საავიაციო შე­მთხვევებისა და სე­რი­ოზული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სის­ტე­მა­­ტი­ზაცია; უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვე­ვისა და სერიო­ზუ­ლი ინციდენტის შესახებ მოკვლევაში მონაწილეობის მი­ღების უფლე­ბის მქონე სახელმწიფოების ინფორმირება და მათი წარ­მომადგენლების მოკ­ვლევაში მონაწილეობის უზრუნველყოფა; საქართ­ველოს ტერიტო­რია­ზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საა­ვიაციო შემთხვე­ვე­ბისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ სამო­ქალაქო ავიაციის სა­ერთა­შო­რისო ორგანიზაცი(ებ)ისათვის ინფორმაციის მიწოდება; საერ­თა­შორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოთა შე­საბამის დაწესე­ბუ­ლე­ბებ­თან თანამშრომლობა; შესაბამისი კანონმდებ­ლობის შემუშავე­ბაში მონაწი­ლეობის მიღება;

წ.ბ) საზღვაო ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას მისი თა­ნამდე­ვი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზე­ბისა და შე­დეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფა­სება, პრევენ­ციული ღონისძიებების შემუშავება საერთაშორისო საზღვაო ორ­განიზა­ციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დი­რექ­ტივების შესაბამისად; მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24საა­თიანი მზად­ყოფ­ნის და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე დაუყოვ­ნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყო­ველ­­წლიური ანგარიშგების წარმოება, საერთაშორისო საზღვაო ორგა­ნიზა­­ცი­ასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმ­წიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სხვა სახელმწი­ფოთა სა­ზ­ღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში მონაწი­ლეობის მი­ღება; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილე­ობის მი­ღება.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი                              ი . მერაბიშვილი