„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 480180000.10.003.016941
  • Word
268
18/07/2012
ვებგვერდი, 20/07/2012
480180000.10.003.016941
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №268

2012 წლის 18 ივ ისი

ქ. თბილისი

საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა (დანართი №1).“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაცია.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული:

ა) „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა“;

ა.ბ) პირველი მუხლის:

ა.ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი – ქვეყანაში საკარანტინო და საერთაშორისო გავრცელების რისკის მქონე სხვა დაავადებების შემოტანის, აღმოცენებისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ ქვეყნის სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში (სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების, საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ საერთაშორისო კონვენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განხორციელებული სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებები;“;

ა.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, მიუხედავად საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა;“;

ა.გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების კომპეტენცია ეკისრება:

) სამსახურს, რომელიც არი ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებების განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანო;

) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომშიცენტრი), ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნულ კოორდინატორს, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტებთან კავშირისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში და არი უფლებამოსილ ცენტრ, რომელიც, თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს;

) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების გამოვლენის შემთხვევაში.“;

ბ) „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ ტერმინებს.“;

ბ.ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტები ინფორმაციას იღებენ ოპერატიულად, კერძოდ, სანაოსნო ტრანსპორტის შესახებ – გემის აგენტისაგან, პორტში შესვლამდე არანაკლებ 6 სთ-ით ადრე, თვითმფრინავის შესახებ – აეროპორტის საწარმოო სადისპეტჩერო სამსახურიდან, ჩამოფრენამდე 30 წუთით ადრე, ხოლო მატარებლის უფროსისა და საავტომობილო საშუალებისათვის პასუხისმგებელი პირებისაგან – საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესვლისას.“;

ბ.ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული პირების, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების კონტროლი ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

 ა) ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადების შემოტანის მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა სახმელეთო ტრანსპორტისა), მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებზე ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი, რომელიც წინ უსწრებს სახელმწიფო კონტროლის ყველა სხვა სახეს;

ბ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად შემოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის (გარდა სახმელეთო ტრანსპორტისა), ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის თავისუფალ ურთიერთობაზე თანხმობის მიცემა, ასევე საბაჟო საზღვარზე არსებული სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან .“;

ბ.ბ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაავადებული ადამიანის გვამის შემოტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე არ შეიძლება, თუ მას თან არ ახლავს საერთაშორისო წესების შესაბამისად ბალზამირების შესახებ ამსახველი ინფორმაცია, არ არის მოთავსებული ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ან კრემირებული, და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შემთხვევებში (რაც ასევე დასტურდება თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით) – არ არის შეთანხმებული ცენტრთან.“;

გ) „საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო პორტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                     . მერაბიშვილი

დანართი №3

საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო პორტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი

საზღვაო პორტები, აეროპორტები, რკ/გ სადგურები, სახმელეთო გადასა ვლელები

საბაჟო გამშვები პუნქტი

საზღვაო ტრანსპორტზე

 

„ფოთისა და ყულევის პორტები“

 „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

„ბათუმის პორტი“

 „ბათუმის პორტი“

საჰაერო ტრანსპორტზე

 

„თბილისის აეროპორტი“

 „თბილისის აეროპორტი“

„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“

„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

„ბათუმის აეროპორტი“

 „ბათუმის აეროპორტი“

სარკინიგზო ტრანსპორტზე

 

„გარდაბანი“

 „გარდაბანი და მტკვარი

„სადახლო რკინიგზა“

 „სადახლო“

საავტომობილო ტრანსპორტზე

 

„წითელი ხიდი“

 „წითელი ხიდი“

„გუგუთი“

 „გუგუთი“

„სადახლო“

 „სადახლო“

„ლაგოდეხი“

 „ლაგოდეხი“

„ვალე“

 „ვალე“

„ნინოწმინდა“

 „ნინოწმინდა“

„ყაზბეგი“

 „ყაზბეგი“

„სარფი“

 „სარფი“.“.