„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის,მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის,მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.016937
  • Word
264
18/07/2012
ვებგვერდი, 20/07/2012
300010000.10.003.016937
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის,მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №264

2012 წლის 18 ივ ისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და უნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.   „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისი131 დადგე­ნილებაში (სსმ, 2008  წელი, მუხლი 881) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესების:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ ­დეგი რედაქციით:

თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძ­ველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შე­სა­ბამისად, თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელშიც, აგრეთვე, სავალდებულოა აისახოს საბაჟო გამშვებ პუნქტში საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვე­ტე­რინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარი­­ სასაზღვრო-საკარანტინო, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გა­­ ვა­ლისწინებული საბაჟო კონტროლისა და კანონმდებლობით გათვალის­ წი­­ ნებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭი­ რო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების გან­თავ­სების სიტუაციური გეგმა;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საბაჟო საწყო­ბის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „საბაჟო საწყობისა და თავი­სუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვებ ის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრულ მო­თხოვნებს.

7. თიზში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესი განი­საზღვრება „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდე­ნობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახ­ვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                               . მერაბიშვილი