„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 360090000.10.003.016936
  • Word
263
18/07/2012
ვებგვერდი, 20/07/2012
360090000.10.003.016936
„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №263

2012 წლის 18 ივ ისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში , აეროპორტებში , ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო გამ­ტარ პუნქტებში , აეროპორტებში , ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერ­თობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ( სსმ, 31.12.10 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) შემმოწმებელი ჯგუფი − შემმოწმებელი ჯგუფი შედგება სასა­ზღ­ვრო გამტარ პუნქტებში − ცვლაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებისა და საბა­ჟო გამშვებ პუნქტში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართვე­ლო­ბის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შე­მოსავ­ლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს (შემდგომში საგადასა­ხა­დო ორგანო ) წარმომადგენლებისაგან , რომელთაც გავლილი აქვთ შესა­ბამისი სწავლება და აღჭურვილნი არიან ინდივიდუალური რადიაცი­ული პეი­ჯე­ რებითა და ხელის რადიაციული დეტექტორებით;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დროებითი სადგომი – სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერი­ტორიაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში, აეროპორტებსა და ნავსადგურებში სპეცია­ლურად გამოყოფილი ადგილი, სადაც შესაძლებელია რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (მათ შორის, ბარგის, ხელ­ბარგის) ან/და მისი გადამტანი ან შემცველი სატრანსპორტო საშუალე­ბების დროებითი უსაფრთხო განთავსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემდგომ იზოლირებამდე ან მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე. დროები­თი სადგომის ადგილს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სა­მინისტროს უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსა­ფრთხოების დეპარტამენტთან (სამსახურთან ) და საქართველოს ფინანს­თა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავ­ლების სამსახურთან (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შეთანხ­მე­ბით;“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით :

„დ ) საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს საგა­დასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალება , ფიზიკური პირი , მისი კუთვნილი ბარგი , ხელბარგი , საქონელი და მათი თანმხლები დოკუმენტაცია (საბაჟო დეკლარაცია , სატრანსპორტო ზედდებული , ინვოისი, სანებართვო მოწ­მობა და სხვ .), ასევე გახსნას სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოს მას­ში ჩატვირთული საქონელი (ტვირთი ) შესაბამისი ხელსაწყოების გამო­ყენებით , გაატაროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვა­ლის­წინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებები; აუცილებლობის შემ­თხვევაში მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები ფიზიკური პირის , მისი კუთვნილი ბარგის ან/და ხელბარგის , სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესამოწმებლად; საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს შემ­მოწ­მებელი ჯგუფი ან/და დამხმარე პერსონალი; რადიოაქტიურ კონტ­როლს დაქვემდებარებული დეკლარირებული საქონლის ხვედრითი აქ­ტივობის სიდიდის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანო შემო­წმებისას უფლებამოსილია მოითხოვოს შემმოწმებელი ჯგუფის ჩართვა (შენიშვნა : საქონლის გადაადგილებისას საქონლის მიმართ შემოწმების პროცედურა შეიძლება დასრულდეს მას შემდეგ , რაც დადასტურდება , რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი რადიაციული ფონი არ აღე­მატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორ­მებს ).“ .

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით :

„1 . ფიზიკური პირის ბარგში , ხელბარგში , საქონელში ან/და სატრან­სპორტო საშუალებაში III და IV ჯგუფების რადიოაქტიური ნივთიე­რე­ბე­ბის აღმოჩენის შემთხვევაში შემმოწმებელი ჯგუფის საგადასახადო ორ­განოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ამოწმებს წარდგენილ საბაჟო დეკ­ლარაციას , სხვა თანმხლებ დოკუმენტაციას (სატრანსპორტო ზედ­დე­ბული , ინვოისი, სანებართვო მოწმობა და სხვ .) და მასალის გადაზიდვის ლეგალურობის დადასტურების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირის ბარგის , ხელბარგის , საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დამატებითი შემოწმებისაგან გათავისუფლების შესახებ , რის შემდეგაც შემმოწმებელი ჯგუფი აუქმებს განგაშს და აღნიშნულის თაო­ბაზე აცნობებს ცგს-ის ოპერატორს.“ .

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი             . მერაბიშვილი