სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

  • Word
სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 917
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/07/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
917
18/07/2012
ვებგვერდი, 20/07/2012
სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №917

2012 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ი“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-7 პუნქტის, მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2012 წლის 10 ივლისის ამონაწერისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესი.

2. სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკ საქართველოს“ დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები და ანგარიშებზე რიცხული თანხები გადაირიცხოს ბანკის უფლებამონაცვლე საზოგადოების ანგარიშსწორების ანგარიშზე.

3. სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკ საქართველო“ ამოღებულ იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს ბანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოსაღებად.

5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

7. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია