„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016069
  • Word
20
13/07/2012
ვებგვერდი, 24/07/2012
010260020.35.106.016069
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 20

2012 წლის 13 ივლისი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის 31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 110307109, 21.03.2011 წ. ,სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016024) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.‘‘;

  ბ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების გამოცემა;“;

  გ) დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უზრუნველყოს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმისწარმოების შემოწმების აქტის შედგენა, ასევე საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 26-ე, 43-ე-54-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;‘‘.

   2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                მ. ჭოხონელიძე