„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016076
75/04
23/07/2012
ვებგვერდი, 25/07/2012
220020000.18.011.016076
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №75/04

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. მოზიდული სახსრები მოიცავს ბანკის ვალდებულებებს მესამე პირების მიმართ, რომელიც ასახულია „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმით“ განსაზღვრულ შემდეგ საბალანსო ანგარიშებზე:

   ა)   ეროვნული ვალუტის შემთხვევაში: 3302, 3303, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3502, 3521-3522, 3552, 3601-3608, 3651-3658, 3701-3703, 3801-3803, 3821-3826, 4301, 4502-4506, 4508, 4509;

   ბ)   უცხოური ვალუტის შემთხვევაში: 3312, 3313, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3512, 3531-3532, 3562, 3611-3618, 3661-3668, 3711-3713, 3811-3813, 3834-3836, 4311, 4512-4516, 4518, 4519.“.  

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ბანკის მიერ გამოშვებული სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატები.“. 

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:

   „31. ნასესხებ სახსრებში შედის საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული სესხები და ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდები.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 31 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე