დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 340 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 31/05/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.000.777 |
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996 წ.) 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს პრეზიდენტი 2000 წლის პირველ აგვისტომდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კომიტეტებთან შესათანხმებლად საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს, რომლის განხილვის შემდეგ დასკვნა შესაბამისი წინადადებებითა და შენიშვნებით გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს 2000 წლის პირველ სექტემბრამდე.“
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 31 მაისი.
№340-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები