დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 599 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016571 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №599
2012 წლის 18 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 110614013, 14/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების დანართის პირველი პლანშეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბი

2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დროშა

3 . საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი
პლანშეტი №1
1. სამსახურის გერბი
სამსახურის გერბი არის ნორმანული ფარი, რომლის წითელ ველზე გამოსახულია ხუთი ოთხქიმიანი (ერთი ცენტრალური და ცენტრალურის კუთხეებში ოთხი ირიბი) ვარსკვლავი, როგორც კონტროლის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის სიმბოლო. ცენტრალური ფარი უპყრია არწივს (სახელმწიფოსა და ხელისუფლების სიმბოლო) და გამოსახულია ნორმანული ფარის ლურჯ ველზე, რომელიც, თავის მხრივ, გამოსახულია აგრეთვე ნორმანული ფარის ლურჯ ველზე გადაჯვარედინებული აფთებისა (დაცვის ტრადიციული სიმბოლო) და აღმართული ხმლის (მხედრული მამაცობის სიმბოლო) ფონზე, მას ქვევიდან აკრავს სადევიზო ბაფთა წარწერით: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“.
2. სამსახურის დროშა
სამსახურის დროშა არის 3X4 პროპორციის მართკუთხა მატერია, რომლის ლურჯ ველს გარს აკრავს ოქროსფერი არშია. დროშის შუა ნაწილში გამოსახულია გერბის დეტალი: არწივი, რომელსაც უპყრია ცენტრალური ფარი – ნორმანული ფარის წითელ ველზე გამოსახული ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
3 . სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი
სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის გერბი წარმოადგენს მრგვალ, მუქ ლურჯ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც შემოვლებული აქვს ოქროსფერი კანტი; კანტის შიგნით, სრულ წრეზე, თეთრი ასოებით შესრულებულია სამსახურის დასახელება ქართულ ენაზე პირველ და ბოლო სიტყვას შორის თეთრი შვიდქიმიანი ვარსკვლავით; ქართული წარწერის შიგნით, ნახევარ წრეზე, თეთრი ფერით, ინგლისურ ენაზე შესრულებულია სამსახურის დასახელება, რომელიც იწყება და მთავრდება თეთრი შვიდქიმიანი ვარსკვლავით; ფარის ცენტრალურ ნაწილში ლურჯ წრიულ ველზე, რომელსაც შემოვლებული აქვს ოქროსფერი კანტი, გამოსახულია სამსახურის გერბის დეტალი შემდეგი განსხვავებით: ცენტრალური ფარის, რომელიც უპყრია არწივს, წითელი ველის ზედა ნაწილში გამოსახულია ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, ხოლო ქვედა ნაწილში გადაშლილი წიგნი, თეთრ ბაფთაზე შესრულებულია სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრის აღნიშვნა ქართულ და ინგლისურ ენებზე;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები