ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბლექ სი ინვესტი“-ს კრედიტორთა კრების შესახებ

  • Word
ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბლექ სი ინვესტი“-ს კრედიტორთა კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/06/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
26/06/2012
ვებგვერდი, 19/07/2012
ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ბლექ სი ინვესტი“-ს კრედიტორთა კრების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

   ამონაწერი

სასამართლო სხდომის ოქმიდან

შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრების შესახებ

2012 წლის 26 ივნისი                                         

 ქ. ქუთაისი

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ანა გაბრიჭიძე  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 33-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და                  დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარმოსადგენად ვადა გაგრძელდეს 2012 წლის 06 აგვისტომდე.

2. კრედიტორთა კრება ჩაინიშნოს 2012 წლის 06 აგვისტოს , 14:00 საათზე ქუთაისი საქალაქო სასამართლოში.

3. კრებაზე განხილულ იქნს შემდეგი საკითხი:

ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რებილიტაციის გეგმის წარმოდგენის შემთვევაში მისი განხილვა და შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა.

4.  განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

5.   განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. . ქუთაისი კუპრაძის 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

    სხდომის თავმჯდომარე:                 /გენადი მაკარიძე/

    სხდომის მდივანი:                            /ანა გაბრიჭიძე/