დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 536 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016109 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №5 36
2012 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხ.2092) დამტკიცებული დანართებ ი №6, №61 და №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
დანართი №6
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი (ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოსა და საინფორმაციო ცენტრის (სამმართველოს) უფროსის, მისი მოადგილეების და ხელშემწყობ პირებთან მუშაობის მონიტორინგისა და ოპერატიული მონაცემებით უზრუნველყოფის განყოფილების გარდა)
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორი | 2705 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2540 |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2355 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2235 |
| სამმართველოს უფროსი | 2115 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 2000 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1295 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1210 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 1085 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 1020 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 950 |
დანართი №61
საინფორმაციო ცენტრის (სამმართველოს) უფროსი, მისი მოადგილეები და ხელშემწყობ პირებთან მუშაობის მონიტორინგისა და ოპერატიული მონაცემებით უზრუნველყოფის განყოფილება
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| ცენტრის (სამმართველოს) უფროსი | 2525 |
| ცენტრის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე-სტატისტიკისა და კრიმინალური სოციოლოგიის განყოფილების უფროსი | 2445 |
| ცენტრის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე | 2415 |
| განყოფილების უფროსი | 2365 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 2275 |
| უფროსი ინსპექტორი | 1020 |
დანართი №7
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველო
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სამმართველოს უფროსი | 2535 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2485 |
| განყოფილების უფროსი | 2445 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 2295 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები