სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

  • Word
სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 908
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
908
13/07/2012
ვებგვერდი, 18/07/2012
სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №908

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის, მე -4 მუხლის მე -3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის 34 -ე პუნქტის და მე -13 მუხლის, „საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის                     10 სექტემბრის N84 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ განუსაზღვრელი ვადით საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვენდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე -პრეზიდენტი                                              ო . ნადარაია