დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 ივლისის №16 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.140.016049 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 ივლისის №16 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კერძოდ: |
1.
დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მოედნების სახელდების, ქუჩების ნუმერაციის საკითხებზე“; |
2.
დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში შეიცვალოს კომისიის სახელწოდება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ქუჩებისა და მოედნების სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული ქუჩის ან/და მოედნის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.“; |
3.
დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქუჩების ან/და მოედნების სახელდების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულო იღებს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში სავალდებულოდ ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. საკრებულოს ასეთი დადგენილება შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. 5. კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები და მუნიციპალიტეტის გამგეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან ქუჩის ან მოედნის სახელდების შესახებ საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მოცემულ ქუჩაზე ან მოედანზე არსებული სახელწოდების აღმნიშვნელი ნიშნების (მაჩვენებლების) საკრებულოს დადგენილების შესაბამისობაში მოსაყვანად.“; |
4.
დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებას თანდართულ საბუთებთან ერთად წინასწარ, საკრებულოსათვის წარდგენამდე განიხილავს გამგეობაში შექმნილი ქუჩების ნუმერაციის საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია, რომელსაც გამგეობის საჯარო მოსამსახურეებისაგან, გამგებლის წარდგინებით ქმნის საკრებულო (შემდგომში - გამგეობის კომისია). საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა პირებიც.“; |
5.
დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10 3. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით საკრებულოში გამგეობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს შეისწავლის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისია. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, გამგეობის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქუჩის ნუმერაციის (არსებული ნომრის შეცვლის ან ახალი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.; მუხლი 11 1. საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის (ნომრის შეცვლაზე ან ახალი ნომრის მინიჭებაზე უარის თქმის) შესახებ განმცხადებელს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით. 2. საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და აგრარულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქუჩის ნუმერაციის საკითხს საკრებულო დადებითად წყვეტს თავისი განკარგულებით. განკარგულების დამოწმებული ასლი დადგენილი წესით მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში ოფიციალურად ეცნობება (გადაეცემა) განმცხადებელს.“; |
6.
დადგენილების მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქუჩების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ხოლო ქუჩებისა და მოედნების სახელდების, აგრეთვე ქუჩების ნუმერაციის საკითხი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ადმინისტრაციული წარმოებით კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები