დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 583 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020020000.08.002.016560 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №583
2012 წლის 1 7 ივლისი
ქ. თბილისი
„სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ., 2009 წ., №86, მუხ. 923) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების“;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები: ,,შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები