დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 16/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.132.016131 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №41
2012 წლის 16 ივლისი
ქ. ბათუმი
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა”, №24, 14.02.2007წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.ლ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის დროს სამშენებლო ტერიტორიის (არხის) ერთ კვადრატულ მეტრზე 1(ერთი) ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები