დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კრედიტორთა კრების ოქმი შპს „რუსთავლიფტი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/4561-2012 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 27/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
კრედიტორთა კრების ოქმი
2012 წლი ს 27 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
შპს „რუსთავლიფტის ” კრედიტორთა კრება.
კრედიტორ თა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. მეურვის მოხსენება
2. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება
3. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება და გაკოტრების მმართველის დანიშვნა .
სხდომა დაიწყო 14:50 სხდომა დამთა ვრდა 15:10
მოსამართლემ განმარტა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი და განაცხადა, რომ ვინაიდან მოვალე ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, საზოგადოების მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და უნდა დაინიშნოს გაკოტრების მმართველი. მოსამართლემ მიმართა კრედიტორს დაესახელებინა გაკოტრების მმართველის კანდიდატურა.
კრედიტორმა განაცხადა, რომ გაკოტრების მმართველად თანახმაა დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
მოსამართლის შეკითხვაზე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ტანახმაა დაინიშნოს სსიპ – აღ სრულების ეროვნული ბიურო შპს „რუსთავლიფტის ” გაკოტრების მმართველად.
მოსამართლე აცხადებს: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, რის გამოც შპს „რუსთავლიფტის ” მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და დაინიშნოს გაკოტრების მმართველი.
ამასთან, შპს „რუსთავლიფტის ” ერთადერთი კრედიტორი – შემოსავლების სამსახური თანახმაა გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღ სრულების ეროვნული ბიურო.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობა ს ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პრიცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომ ადგენლობით ი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 29-ე, მე-40 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით ,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რუსთავლიფტის ” მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შპს „რუსთავლიფტის ” გაკოტრების მმართველად კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლ . ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები