დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.148.016116 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2012 წლის 13 ივლისი
ქ. გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1. ,,გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 18/01/2012; 280120000.35.148.016086 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მე-2 ხარისხის სქოლიოზი მალების როტაციით ან მე-3 ხარისხის სქოლიოზი მალების როტაციით ან როტაციის გარეშე დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა, დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500(ხუთასი) ლარისა. სამკურნალო მასაჟი -12 პროცედურა“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე მე-2 ხარისხის სქოლიოზი მალების როტაციით ან მე-3 ხარისხის სქოლიოზი მალების როტაციით ან როტაციის გარეშე დაავადებული ბავშვები 18 წლამდე, თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე)“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ცნობა მე-2 ხარისხის სქოლიოზი მალების როტაციით ან მე-3 ხარისხის სქოლიოზი მალების როტაციით ან როტაციის გარეშე დაავადების შესახებ (ფორმა 100). ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე, ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მშობლების შენატანის თანადაფინანსების განსახორციელებლად საბავშვო ბაღებმა დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სია და შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრები უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, გარდა ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარებისა უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური)“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარ ე ზ . ხმალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები