„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016932
  • Word
259
13/07/2012
ვებგვერდი, 16/07/2012
010240030.10.003.016932
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25 9

2012 წლის 13 ივ ისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ. , მუხ. 849 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

1 . მე-4 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი :

„ძ ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.“.

2 . მე -6 მუხლის :

) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს .

3 . მე -8 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„31 . მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე , მათ შორის, ერთი პირველი , რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით , თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი . მინისტრის მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით , საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ -მინისტრი . .

4 . მე -9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:

„ძ ) ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის განვითარებასთან   დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სხვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად; საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის საინვესტიციო და საექსპორტო კლიმატისა და გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება; საინვესტიციო კვლევების მომზადება; საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობებში მონაწილე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად სასწავლო პროგრამებისა და სემინარების შემუშავება და ორგანიზება; განხორციელებული ინვესტიციებისა და საექსპორტო პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისა და პირების საინფორმაციო უზრუნველყოფა; საექსპორტო პროდუქციის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო მასშტაბით; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა .“.

5 . მე -11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 11. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს , ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, მინისტრის მოადგილის წარდგინებით . მრჩევლებისა და თანაშემწეების მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით , რომელსაც ამტკიცებს მინისტრი .“.

მუხლი 2 . დადგენილება , გარდა პირველი მუხლის პირველი–მე -4 პუნქტებისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

მუხლი 3 . დადგენილების პირველი მუხლის პირველი–მე -4 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისად საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონსა და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების, ასევე „საქართველოს სავაჭრო‑სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.

პრემიერ -მინისტრი                           . მერაბიშვილი