„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 578
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.08.002.016555
  • Word
578
16/07/2012
ვებგვერდი, 16/07/2012
280120000.08.002.016555
„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №57 8

2012 წლის 16 ივისი

ქ. თბილისი

„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/06/2012) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

ა) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ფასდაკლების პროგრამაში ჩასაბმელ პირთა შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული პირის განცხადების მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რეესტრში შეტანისა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით და ამავე ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ ფასდაკლების განხორციელებისას სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამის პროგრამაში ასახვის/არ ასახვის შესახებ.

3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას პირის ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის შესახებ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს გადაწყვეტილებას უარის თქმის თაობაზე. პირის ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ ფასდაკლების განხორციელებისას სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამის პროგრამაში ასახვის/არ ასახვის შესახებ.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფასდაკლების განხორციელებისას უზრუნველყოს სტუდენტის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოყენების ასახვა შესაბამის პროგრამაში და სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე ფასდაკლების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შენახვა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევისას ფასდაკლების პროგრამის გავრცელებამდე მოითხოვოს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის წარდგენა, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფასდაკლება გაავრცელოს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამის პროგრამაში ასახვის შემდეგ;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. სააკაშვილი