ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016041
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23/2012
13/07/2012
ვებგვერდი, 16/07/2012
010240060.15.008.016041
ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/07/2012 - 14/07/2016)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 23/2012

2012 წლის 13 ივლისი

. თბილისი

ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის ზოგიერთი წევრობის კანდიდატის მიერ საარჩევნო რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა” აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ზედა კიდურების არქონის ან სხვაგვარად შეზღუდული (დროებით/მუდმივად) მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების (კანდიდატის მიერ სააღრიცხვო ბარათის შევსება, წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა/წარდგენა) დამოუკიდებლად შესრულებას.

1. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 115-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათს ავსებს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით სააღრიცხვო ბარათს ავსებს, ხელს აწერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა და დამკვირვებლისა), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი სააღრიცხვო ბარათის შევსებაში.

2. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 116-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, წარადგენს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე მისი თანდასწრებით წერს კანდიდატის მიერ არჩეული პირი (საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი თანხმობის დაწერაში.

3. ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 118-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკუთარ განცხადებას (რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით) წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარადგენს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად განცხადებას საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით კანდიდატის თანდასწრებით წერს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა და დამკვირვებლისა), რომელიც დაეხმარება მას განცხადების დაწერასა და შემდგომ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივ წარდგენაში.

4. ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 120-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით (არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე) მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად განცხადებას არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე კანდიდატის თანდასწრებით წერს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა და დამკვირვებლისა), რომელიც დაეხმარება მას განცხადების დაწერასა და შემდგომ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივ წარდგენაში.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                 ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                გ. მჭედლიძე