„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 240120000.35.160.016151
  • Word
168
13/07/2012
ვებგვერდი, 16/07/2012
240120000.35.160.016151
„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო

დადგენილება №168

2012 წლის 13 ივლისი

   ქ . რუსთავი

„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №32 დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

დადგენილების მე -2 მუხლით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესში (გამოქვეყნების წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ვებგვერდი 06.04.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.160.016136) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:     

1.  პირველ მუხლს დაემატოს მე -6 პუნქტი:  

„6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები.“

2. მე -3 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2.     ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ოფიციალურ ვებგვერდზე – rustavi.ge, აგრეთვე შეხედულებისამებრ სხვა საინფორმაციო საშუალებებში.“ . 

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:   

„ვ)     ბეს რაოდენობას, რომელიც არის თითოეულ ლოტზე საწყისი ფასისი 30%-ის ოდენობით, ბიჯის სიდიდეს თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის არანაკლებ 10%-ის ოდენობით და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს 50 ლარის ოდენობით.“ .

4.  მე–5 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:  

„7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.“ .

5. მე -6 მუხლის მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.“ .

6. მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„თავი lll. ოქმის გაფორმების წესი, ნებართვის გამცემი, კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა.“ .

7.  მე -7 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3.     გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა გარე რეკლამის განთავსების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ, დადგენილი სანებართვო მოწმობის ფორმის სახით.“ .  

8. მესამე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71 – ნებართვის გამცემი  

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას გასცემს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მონაცემების საფუძველზე.“ . 

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                     . ბარათაშვილი