დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 572 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.08.002.016552 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №572
2012 წლის 13 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გენერალური ინსპექცია;“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების) და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების:
ბ.ა) ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას;
ბ.ბ) მოსამსახურეების, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების სამსახურებრივ შემოწმებასა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას;
ბ.გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივ შემოწმებასა და ანალიზს.“;
ბ.ბ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ა) უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების გატარებას სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები