„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 136/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016402
  • Word
136/ნ
13/07/2012
ვებგვერდი, 16/07/2012
430010000.22.022.016402
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №136/ნ

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის 19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის 19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი , 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ :

ა) მე-2 მუხლის „პ“ და „ჟ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) საპრეტენზიო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ჟ) საგნობრივი ქვეკომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საპრეტენზიო კომისიისათვის დახმარების გაწევის მიზნით , ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“ ;

ბ) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის მიერ  გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ქმნის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს.“;

გ) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების საბოლოო შედეგები

საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ ცენტრის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება პირის მიერ ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სკალირებული ქულა და დგება იმ პირთა სია, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“;

დ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:

ა) კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა;

ბ) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე.“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:

ა) საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცენტრში გადაგზავნის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღის ვადაში:

ა. ა) აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;

ა. ) აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად;

ა.გ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯ ნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ა.დ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ა.ე ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი;

ა.ვ ) აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს გრანტი.

ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ ცენტრი 10 დღის ვადაში ადგენს რანჟირების დოკუმენტს იმ პირთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს დაფინანსება პროფესიული პროგრამისთვის.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. დეკანოიძე