შპს „კაპიტალ–რეგისტრი“–სათვის ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

  • Word
შპს „კაპიტალ–რეგისტრი“–სათვის ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 818
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/06/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
818
26/06/2012
ვებგვერდი, 16/07/2012
შპს „კაპიტალ–რეგისტრი“–სათვის ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №818

2012 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „კაპიტალ -რეგისტრისათვის ” ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 5 2-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე -3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ პუნქტისა და 22 -ე მუხლის მე -7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61 -ე მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს „კაპიტალ -რეგისტრს ” გაუუქმდეს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზია №70009 და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2001 წლის 28 მაისის №51 ბრძანება შპს „კაპიტალ -რეგისტრისათვის ” ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

2. შპს „კაპიტალ -რეგისტრი“ ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა.

3. შპს „კაპიტალ -რეგისტრი“ ვალდებულია შეასრულოს „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის N33/01 ბრძანების მე -14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს ამ განკარგულების 10 დღის ვადაში საქართველოს საკანმონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. : ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კმ. , №6).

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე -პრეზიდენტი           ო . ნადარაია