დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 12/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.132.016129 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №39
2012 წლის 12 ივლისი
ქ. ბათუმი
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ. გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავე-ბისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი 5–1) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტი:
„ე1) 2012 წლის 1 მაისიდან მოსაკრებლის გადახდისაგან დროებით განთავისუფლებულია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა, რომელსაც არ მიეწოდება დასუფთავების სერვისი;“.
„ე2) იმ მოსახლეობას, რომელიც დასუფთავების სერვისის მიუწოდებლობის გამო დროებით განთავისუფლდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან, მათ აღუდგება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება სერვისის მიწოდებისთანავე.“.
მუხლი 2.
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ წინამდებარე დადგენილების აღსრულების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორ-ციელება.
მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები