„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016550
  • Word
566
12/07/2012
ვებგვერდი, 12/07/2012
140010000.08.002.016550
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №566

2012 წლის 12 ივ ლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152 , მუხ. 1389 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;

ყ) საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი.“;

ბ) 21-ე პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;“;

ბ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ამოცანაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ყ) საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ამოცანაა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგად დაზიანებული ან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მხარდაჭერა და მათი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებაში პრაქტიკული დახმარების გაწევა; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და მასობრივი არეულობებისაგან დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვა; სამინისტროს დანაყოფებისათვის სათანადო დახმარების გაწევა და დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი