„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016550
  • Word
566
12/07/2012
ვებგვერდი, 12/07/2012
140010000.08.002.016550
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №566

2012 წლის 12 ივისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152 , მუხ. 1389 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;

ყ) საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი.“;

ბ) 21-ე პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;“;

ბ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ამოცანაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ყ) საგანგებო დავლებათა დეპარტამენტის ამოცანაა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციის შედგად დაზიანებული ან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; საგანგებო სიუაციებზე რეაგირების ძალების მხარდაჭერა და მათი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებაში პრაქტიკული დახმარების გაწევა; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და მასობრივი არეულობებისაგან დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვა; სამინისტროს დანაყოფებისათვის სათანადო დახმარების გაწევა და დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი