სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/1463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 330130000.22.024.016188
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/1463
12/07/2012
ვებგვერდი, 12/07/2012
330130000.22.024.016188
სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/07/2012 - 30/07/2012)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1463

2012 წლის 12 ივისი  

ქ. თბილისი

სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის თანდართული წესი.

2. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ამა წლის 1 ივლისამდე აღიარებულ სამუშაოებზე.

3. ეს ბრძანებ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                  ი. მატკავა

 

დანართი

სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი

1. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 10%-ით. ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისათვის განისაზღვროს ცხრილი 1-ის მიხედვით , გეგმური მოგება ყველა სახის სამუშაოებისათვის არაუმეტეს 8%-ით.

2. ცხრილი 1-ის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტში მოცემულ საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგება უნდა დაერიცხოს პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს, ხოლო ცხრილი 1-ის პირველ, მე-2 , მე-3 და მე-4 პუნქტში მოცემულ სამუშაოებზე პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს მოწყობილობის ღირებულების გამოკლებით.

 

ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებზე

 

ცხრილი №1

სამუშაოთა დასახელება

ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა %-ში პირდაპირი დანახარჯებიდან

ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა %-ში მუშახელის ძირითადი ხელფასიდან

1

დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი

 

68

2

რადიო-სატელევიზიო, ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მოწყობილობების მონტაჟი

 

72

3

სუსტი დენის ქსელების გაყვანა

 

65

4

ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები

 

75

5

შიდა სანტექნიკური სამუშაოები

12

 

6

ლითონკონსტრუქციების მონტაჟი

8

 

7

ბურღვითი, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები

14,5

 

 

3. სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს:

ა) შესრულებული სამუშაოების ღირებულებ განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროენტის ფარგლებში პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით;

ბ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებულ უნდა იყოს ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების დარიცხვის გარეშე;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ ცხრილი 1-ის პირველ და მე-2 პუნქტში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მოწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება .