დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ს.ს. ,,ელექტრომშენი–ქუთაისი“–ს მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ელექტრომშენი ქუთაისი" |
| მიღების თარიღი | 11/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს ,,ელექტრომშენი-ქუთაისის” მორიგი საერთო კრების
მოწვევის შესახებ
სს ,,ელექტრომშენი–ქუთაისის” დირექტორატი იწვევს სს-ის აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 3 აგვისტოს, დღის 16 საათზე, ქ.ქუთაისში, ნიკეას ქ.№3-ში. სს ,,ელექტრომშენი-ქუთაისის” მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 11 ივლისი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საზოგადოების რეორგანიზაციის (ნატურით გაყოფა) დასრულება;
2. საწესდებო კაპიტალის შემცირება;
3. სს-ის წესდებაში ცვლილებების შეტანა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ელექტრომშენი-ქუთაისის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან: ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 11 ივლისის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74/ა/ ტელ.: 2 22 53 51.
სს ,,ელექტრომშენი-ქუთაისის” დირექტორი გ.გვენეტაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები