დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 248 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016921 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №24 8
2012 წლის 10 ივლ ისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართვე ლოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე ლოს მთავ რობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ , 2004 წ., მუხლი 462) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.კ“ – „ჰ.პ“ ქვეპუნქტები:
„ჰ.კ) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
ჰ.ლ) ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების წარმართვა და სამთავრობო უწყებათა შორის კოორდინაცია ;
ჰ.მ) კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების იმპლემენტაციის მონიტორინგი;
ჰ.ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესის კოორდინაცია;
ჰ.ო) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში;
ჰ.პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება სექტორული რეფორმების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში .“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და რვა მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:
„პ) საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური;
ჟ) სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური .“.
4. 43‑ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე და 45-ე მუხლები:
„მუხლი 44. საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური
საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
ბ) ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებათა წარმართვა და კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის. აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნულ პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების იმპლემენტაციის მონიტორინგი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, უცხო ქვეყნების დონორ ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმართვისა და მოლაპარაკების წარმოების პროცესში;
ე) ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში არსებულ ღონისძიებათა კოორდინაცია და კომპაქტის იმპლემენტაციის მონიტორინგი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში და საინფორმაციო-ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესის კოორდინაცია.
მუხლი 45. სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური
სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება სექტორული რეფორმებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სხდომასა და შესაბამის დარგობრივ კომისიებზე განსახილველი საკითხების ანალიზი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა და ანალიზი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი კომისიების (მათ შორის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისია) მუშაობაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების ანალიზი და სათანადო რეფორმების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ეკონომიკური დაიჯესტისა და პრესრელიზების მომზადება და გავრცელება;
კ) მონაწილეობის მიღება ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებული შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და არსებული კანონმდებლობის ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 11 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები