„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 557
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016546
  • Word
557
10/07/2012
ვებგვერდი, 10/07/2012
120010000.08.002.016546
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №557

2012 წლის 10 ივისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ““საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„რ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„რ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი :

რ.ა) ხორციელე ბს სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას;

რ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროში კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დანერგვასა და შემდგომ მონიტორინგს ;

რ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვასა და მათ გამართულად მუშაობას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი