„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.161.016102
  • Word
30
09/07/2012
ვებგვერდი, 11/07/2012
190020020.35.161.016102
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 30

2012 წლის 9 ივლისი

 ქ. გარდაბანი

  გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების (სსმ,19.12.2011; 190020020.35.161.016070) „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მე-3, მე-4, მე-11, მე-12, მე-17 და მე- 18 მუხლ ებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლების მუხლი განისაზღვროს 572,0 ათ. ლარი (დანართი №2 )“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 12361.9 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 4

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-11 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის მუხლი განისაზღვროს 703.5 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 5

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი განისაზღვროს 882,7 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 6

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების ასიგნებების მუხლი განისაზღვროს 2127.6 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 7

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 8149.2 ათ. ლარით (დანართი №3)“.

    მუხლი 8

დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

    მუხლი 9

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 10

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. ფეიქრიშვილი