დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6610-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.05.001.016865 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 291 . სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის წესი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები ს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანო „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 29 ივნისი.
№6610-რს
დოკუმენტის კომენტარები