„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6608-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 450090010.05.001.016863
  • Word
6608-რს
29/06/2012
ვებგვერდი, 10/07/2012
450090010.05.001.016863
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 45 , 2 1.11 .1997 , გვ . 26 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. ეს საქმიანობა მოიცავს:

ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის განხორციელე ბას;

ბ) საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფას;

გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრას;

დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის კონტროლს;

ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებულ შეგროვებას და ანალიზს.“.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გენერალური დირექტორი დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგარიშს ბანკში, განაგებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრებს, გამოსცემს ბრძანებებს და იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მუშაკისათვის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორის მოადგილეს და ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტების დირექტორებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6608-რს