„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016058
156
10/07/2012
ვებგვერდი, 17/07/2012
010320040.22.030.016058
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №156

2012 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2008, №169, მუხ.1737) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   ა) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

  2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.";

    ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 6.

   1. პრაქტიკანტად მიიღება პირი საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე. ხოლო პირი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკანტად მიიღება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საფუძველზე.

    2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს:

    ა) მომართვა აკრედიტებული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან  საზღვარგარეთ უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

    ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №2);

    გ) ავტობიოგრაფია;

    დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

    ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).

    3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 45 დღით.“;

    გ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,დ) დიპლომის ასლი ან ცნობა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიგრიგოლ ვაშაძე