„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 070010110.22.027.016326
  • Word
114
09/07/2012
ვებგვერდი, 10/07/2012
070010110.22.027.016326
„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №114

2012 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 070010110.22.027.016092, 31/01/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული ფორმის საბანკო გარანტია.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურების (დანართი №2) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული საბანკო გარანტია. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მთლიანი/დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი