დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016919 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №24 6
2012 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ( www.matsne. gov.ge , 18/03/2011, 010240030.10.003.016294) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მინისტრი ან მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები