დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016098 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2012 წლის 2 ივლისი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 აიანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება (დადგენილება გამოქვეყნებულია ადგილობრივ გაზეთში ,,ახალი ხარაგაული ”) :
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1 . შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის იანვრის №1 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ”.
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,, 3) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 40% და იგი განისაზღვროს 2.84 ლარით ; ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომელთა ტერიტორიაზეც გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა (ინდექსი ს I ), 150 მეტრის რადიუსში (გზის ორივე მხარეს) არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 100% და იგი განისაზღვროს 7.10 ლარით .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები