დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.057.016090 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №21
2012 წლის 3 ივლისი
ქ. ბათუმი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის N40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2011, 190040000.32.057.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს უფროსს ჰყავს 4 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი. მოადგილეებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სააგენტოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ . ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები