,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016540
  • Word
541
06/07/2012
ვებგვერდი, 06/07/2012
010110000.08.002.016540
,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №541

2012 წლის 6 ივისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველ პუნქტში სიტყვები: „წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში,“ შეიცვალოს სიტყვებით: წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ( შემდში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება),“;

ა.ბ) მე-6 პუნქტში სიტყვები: „გონივრულ ვადაში“ შეიცვალოს სიტყვებით: „ყოველი კვარტალის ბოლოს“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) 11 პუნქტში სიტყვების: „სააგენტოში ან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით უზრუნველყოფილ“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტში სიტყვა: „დასტურდება“ შეიცვალოს სიტყვებით: „შეიძლება დადასტურდეს“;

გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა (ციფრი): „15 დღეს.“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „15 დღეს, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებებზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამის ორგანოში განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან ან იურიდიული პირებიდან ინფორმაციის მოძიება ან დადასტურება, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვით.“;

ე) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-11-22-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ტერიტორიული სამსახური, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა მიერ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში – სააგენტო.“;

ვ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები: „ტერიტორიული სამსახური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება,“ შეიცვალოს სიტყვებით: „ ტერიტორიული სამსახური და სააგენტო,“;

ზ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში.“; 

თ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17

1. სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი № 1) განცხადებას.

2. თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში შექმნილი ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან, ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად, ვერ დგინდება განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან პირის იდენტურობა ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან იდენტურობა განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ (ფოტოიდენტურობის დადასტურება).“;

ი) მე-19 მუხლის:

ი.ა)  პირველ პუნქტში სიტყვები: „ტერიტორიული სამსახური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება“ შეიცვალოს სიტყვებით: „ ტერიტორიული სამსახური  და სააგენტო“;

ი.ბ) მე-4  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დასკვნას ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, ხოლო ტერიტორიული სამსახურის მიერ მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვის შემთხვევაში   ტერიტორიული სამსახურის უფროსი.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიმართავს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას მოქალაქეობის დადგენისა და რეგისტრაციის განხორციელების ან პირადობის მოწმობის, პასპორტის ან დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით, სააგენტო ან ტერიტორიული სამსახური, ამ დებულების შესაბამისად, განიხილავს მოქალაქეობის დადგენის საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ზემოხსენებული მომსახურებ პირს გაეწევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის გარეშე.”;

კ)  მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20

მოქალაქეობის დადგენის თაობაზე ტერიტორიული სამსახურის  ან სააგენტოს დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ლ) 21-ე მუხლში სიტყვების: „მოქალაქეობის დამადასტურებელი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან სამგზავრო“;

მ) 29-ე მუხლის:

მ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის   საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ცნობებს იმის შესახებ, არის თუ არა განმცხადებელი ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ხომ არ არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება, აგრეთვე არსებობს თუ არა სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობა.“;

მ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვა მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებების შეწყვეტამდე.“;

ნ) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას სააგენტო არ გამოითხოვს ამ დებულების 29- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცნობებს განმცხადებლის შესახებ.“;

ო) 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ტერიტორიული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტს პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, წარუდგენს ანგარიშს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შესახებ.”;

პ) მე-40 მუხლის:

პ.ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ.ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვეში“;

ჟ) დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი № 1

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის

სააგენტოს/ტერიტორიულ სამსახურს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

                                                                                                                                 ფოტოსურათის 

                                                                                                                                     ადგილი

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქარ ველოს ორგანული კანონის -------- მუხლის ---- პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ დამიდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა.

 

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

______________________________________________________________________________

(გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის

თარიღი და შესაბამისი მოწმობის №)

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

______________________________________________________________________________

3. დაბადების ადგილი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი და ადგილი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. განათლება, სასწავლებლის დასახელება და სწავლის ხანგრძლივობა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6.   საქართველოში ცხოვრების ხანგრძლივობა (საქართველოს ტერიტორიის დატოვების თარიღის მითითებით)

________________________________________________________________________________

7 . საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრების მიზეზი და ხანგრძლივობა

________________________________________________________________________________

8 . საქართველოში მუშაობის გამოცდილება (გთხოვთ მიუთითოთ წლები)

________________________________________________________________________________

9 . მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი

________________________________________________________________________________

10 . საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

11 . ვფლობ პასპორტს №__________________________________________________

      პირადი № ___________________________________________________________

      გაცემულს__________________________________________ _________________

_______________________________________________________________________________

                                                      (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

 

ბინადრობის მოწმობ ს სერია __________ № ________________________________

გაცემულს

________________________________________________________________________________

                                                       (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

 

12 . გთხოვთ ჩემთან ერთად საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინოთ ჩემს არასრულწლოვან შვილებს:

 

1.____________________________________________________________

                   (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი)

2.____________________________________________________________

3._____________________________________________________________

 

13 . განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1._________________________________________________________________________

2._________________________________________________________________________

3._________________________________________________________________________

4._________________________________________________________________________

5._________________________________________________________________________

6._________________________________________________________________________

7._________________________________________________________________________

8._________________________________________________________________________

9._________________________________________________________________________

10.________________________________________________________________________

 

                                                                                                                                      (პირადი ხელმოწერა)

 

                                                                                        -------„  „-----------------------„  20 ----------- წ.

ფოტოიდენტურობას ვადასტურებ

 

___________________________________________

სახელი, გვარი

 

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

____________________________________________________________________

                      (სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

    

                                                                                                        ____________________

                                                                                                                                  (ხელმოწერა)

 

                                                                                                       „--------„ „---------------„ 20 -------- წ.“.

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი